LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუცლის არეში ტკივილი და დიარეა” – მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე საუბრობს

528
BeFunky-collage (5)

“კორონავირუსის მართვის პრაქტიკაში ყოველდღიურად ახალ-ახალი სიახლეები. ჩვენს მიერ გამოჯანმრთელებულ მძიმე პაციენტებს სრულიად სხვადასხვაირად ვუმკურნალეთ,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელებმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მარინა ენდელაძე ამბობს, რომ თითოეულ პაციენტთან მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ და ჯერ-ჯერობით ეს მიდგომა ამართლებს.

“მხოლოდ ერთი პაციენტი ვერ გადავარჩინეთ, თანმხლები დაავადების გამო, თუმცა, დანარჩენ მძიმე შემთხვევებში გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, წინ დიდი გზა გვაქვს და ვფიქრობ, თავს გავართმევთ,” – ამბობს ენდელაძე.

ამასთან, ინფექციური საავდმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი კორონავირუსისთვის არადამახასიათებელ სიგნალებზეც საუბრობს, რომელიც მათ კლინიკაში ერთ-ერთ პაციენტს გამოუვლინდა.

ცოტა მეტად გავიჭირვოთ…რაც უფრო მკაცრად დავიცავთ რეკომენდაციებს, პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით: ცერცვაძე

„მუცლის არეში ტკივილი და დიარეა არის „კოვიდის“ დამახასიათებელი სიმპტომი, მაგრამ ძალზედ იშვიათი. რამოდენიმე პაციენტს ჰქონდა ეს ნიშნები. იყო დიარიული კომპონენტი და დადასტურდა მასთან “კოვიდ-19”. ამდენად, ვერ გეტყვით, რომ მუცლის არეში ტკივილი შეიძლება არ იყოს დამახასიათებელი, უბრალოდ, ეს არის ძალიან იშვიათი სიმპტომი, შედარებით უფრო იშვიათად აქვთ პაციენტებს და ამიტომ, წინა პლანზე წამოწეული არ არის.

ისე რეცეპტორები, რომელებიც იღებენ ამ ვირუსს საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები“, – ამბობს ინფექციონისტი.

ამ გოგოს მთელი საქართველო უნდა იცნობდეს: გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კოლეგების დასახმარებლად სამშობლოში დაბრუნდა

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/222478718981771/?epa=SEARCH_BOX

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g