LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

415
მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის, საპარაშუტო მომზადების სკოლის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა დასრულდა. სასწავლო პროგრამა, სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. გამოშვების საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულები სერტიფიკატებითა და სამხრე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. 

საპარაშუტო მომზადების ექვსკვირიანი კურსი  სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავდა.

სპეციალური ოპერაციების სარდლობის განვითარების გეგმის ფარგლებში, იგეგმება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და საპარაშუტო აღჭურვილობის განახლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g