LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნდიალის წილისყრას ლინეკერი და მარია წაიყვანენ: სხვები ჯერ უცნობია

48

ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი და FOX Sports-ის ჟურნალისტი მარია კომანდნაია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიალის წამყვანები იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

”მე, როგორც ფეხბურთელს გამიმართლა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ ვითამაშე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ გარკვეულწილად კიდევ ერთ მუნდიალში მივიღებ მონაწილეობას, ახლა უკვე წამყვანის ამპლუაში. მახსოვს ჩემი მოლოდინი, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვმონაწილეობდი და წილისყრის შედეგს ველოდი. მაინტერესებდა, როგორი მეტოქეები შეხვდებოდა ჩემს გუნდს, ამიტომ კარგად მესმის, როგორ ნერვიულობენ მონაწილეები კენჭისყრის დროს”, – განაცხადა ლინეკერმა.


მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წილისყრა 1 დეკემბერს, კრემლში შედგება. ლინეკერისა და კომანდნაიას გარდა წილისყრის პროცესში მონაწილეობას 8 ასისტენტი მიიღებს, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.


მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g