LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურად წურწუმიას გვამის განმეორებით დათვალიერების შედეგად არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება – პროკურორი

249
maxresdefault-2

“დამპალოს” სასაფლაოზე რამდენიმე დღის წინ მოკლული მურად წურწუმიას ცხედრის ხელმეორედ დათვალიერება მოხდა შესაბამისი ექსპერტის მიერ, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახიც ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, რასაც წურწუმიების ოჯახი ამტკიცებდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა მურად წურწუმია წამებით მოკლა, რა დროსაც მოხდა თვალის დაკარგვაც. პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, ექსპერტის მიერ ხელმეორედ ჩატარებული დათვალიერების შემდეგ, გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება.

“დედას ჰქონდა კითხვები კონკრეტულად თვალთან დაკავშირებით და საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამების შედეგად თვალი არ აქვს გარდაცვლილს. ჩვენ გვქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ექიმების ჩვენებები და რა თქმა უნდა შემოწმებული იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ნახოს დაზარალებულმა, დარწმუნდეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს როგორც გამოძიებასთან, ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, – აცხადებს პროკურორი.

გუმბერიძის განმარტებით, გამოძიება მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს მურად წურწუმიას ოჯახის ყველა შეკითხვა და საქმეზე დაადგინდეს ჭეშმარიტება.

“სამართლიანად გამოიძიონ წურწუმიას საქმე” – აქცია შს სამინისტროსთან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g