იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და უვადო მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრა იმიტომ სთხოვეს, რომ ის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია:
მურუსიძე: ველოდები კიდევ ბევრ სიბინძურეს, ფეიკნიუსებს, დაბრალებებს
„როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი გამოსცემს აქტს, მოსამართლეები პოლიტიკურად ხომ ვერ ვისაუბრებთ.
აქედან გამომდინარე საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, მას ვთხოვეთ, რომ მობრძანებულიყო და გავანდეთ ჩვენი წუხილები.
ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით
„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით“, - განაცხადა პრემიერმა.
ჩემთვის კი არა, თქვენთვისაც გარანტიაა სახელმწიფოს უსაფრთხოების საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი.
რადგანაც მივმართეთ ჩვენ ბატონ პრემიერს, მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მარტო ჩემი კი არა, თქვენი გარანტიც არის.“– განაცხადა ლევან მურუსიძემ.