LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკალურ მაღაზიაში დაწყებული მეგობრობა და მსოფლიოს ყველაზე პოპულარული დუეტი  – Pet Shop Boys-ის ისტორია

107
Pet Shop Boys

ნილ ტენანტი და კრის ლოუ ერთმანეთს 1981 წელს, მუსიკალურ  მაღაზიაში შეხვდნენ. მათ მალევე გამონახეს საერთო ენა და ისე დამეგობრდნენ, რომ მალევე ერთობლივი სიმღერის ჩაწერაც გადაწყვიტეს. ეს,რა თქმა უნდა, არ იყო სტუდიური სამუშაო, რადგან პირველადი ჩაწერები ნილ ტენანტის სახლში კეთდებოდა. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც დამწყები მუსიკოსების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ჩაწერდნენ, იშლებოდნენ, ისევ წერდნენ და ასე, სანამ 1983 წელს მათი დემო-კასეტა ცნობილ პროდიუსერს, ბობი ორლანდოს არ ჩაუვარდა ხელში. მას ისე მოეწონა დუეტის მუსიკა, რომ მათ ერთობლივ ალბომზე მუშაობა შესთავაზა. სულ 11 სიმღერა ჩაიწერა, აქედან ნამდვილ ჰიტად იქცა West End Girls, რომელიც საუკეთესო საკლუბო ტრეკადაც აღიარეს. ასე გაჩნდა მუსიკალურ ბაზარზე დუეტი Pet Shop Boys.

მალევე გასაგები გახდა, რომ ჯგუფი პოპულარობას კრეფდა და საჭირო გახდა მუსიკალური პროდიუსერის დაქირავება. ასე შედგა კონტრაქტი ტომ უოტკინსთან. ამას მოჰყვა სინგლი Love Comes Quickly, რომელიც მალევე ტომ 20 სიმღერას შორის მოხვდა, რასაც მოჰყვა სრულფასოვანი ალბომი სახელწოდებით Suburbia. სიმღერებსა და ალბომს მოჰყვა კლიპები და აქაც წარმატებამ არ დააყოვნა, რამდენიმე მათგანი MTV Video Music Awards-ისა და და BRIT Awards-ის გამარჯვებული გახდა. რთული, მაგრამ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჰიტის, It’s a Sin შექმნის ისტორია. სიმღერა უსაზღვროდ პოპულარული გახდა, მაგრამ ამას წინ უძღოდა სასამართლო პროცესი, რადგან დუეტს მელოდიის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. საბოლოოდ ნილმა და ლოუმ საქმე მოიგეს და მიღებული თანხა ქველმოქმედებაში დახარჯეს.

რაც შეეხება მესამე ალბომს, ის 1988 წელის სექტემბერში გამოვიდა, მისი სახელწოდებაა Introspective. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ალბომი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ  მასში შესული რამდენიმე კომპოზიცია ძალიან პოპულარული გახდა. 80-იანი წლების ბოლო დუეტისთვის უფრო ტურნეების თვალსაზრისით გამოდგა წარმატებული. 1993 წელს ბიჭებმა იმიჯის შეცვლა გადაწყვიტეს, რაც აისახა მათ შემოქმედებაზეც. ეს ის პერიოდია, როდესაც ნილ და ლოუმ ძალები თეატრშიც მოსინჯეს, მათ მიუზიკლიც კი შექმნეს.

შეჯამებისთვის უნდა ვთქვათ, რომ დუეტის ანგარიშზე 14 სტუდიური ალბომია. ყველა ალბომი მსოფლიოს წამყვანი ჩარტების სათავეში მოექცა, რაც ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია. დუეტი გამოირჩევა კოლაბორაციების მრავალრიცხოვნებით, მათ შორის ლაიზა მინელისთან, დევიდ ბოუისთან, მადონასთან, რობი უილიამსთან და სხვებთან…  დუეტი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ესთეტიკურად ითვლება, რადგან ისინი სცენაზე გასვლამდე, უწვრილეს დეტალებსაც კი აქცევენ ყურადღებას.

2008 წელს დუეტი გინესების წიგნში შევიდა, როგორც მუსიკალური კოლექტივი, რომელთა სიმღერებმა ყველაზე მეტხანს დაყო ჰიტ-აღლუმში. რაც შეეხება ბოლო წლებს, 2020-ში დუეტმა გამოუშვა ალბომი Hotspot, სადაც 10 სიმღერა შევიდა, 2021 წლის მაისში კი სიმღერა Cricket Wife.

Pet Shop Boys ათწუთიან კომპოზიციას, Criket Wife ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები