LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკოსებს, რომლებიც ადრეული ასაკიდან ვარჯიშობენ, უფრო „აქტიური“ ტვინი აქვთ – ახალი კვლევა

122
215080

მუსიკოსებს, რომლებმაც ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყეს და შემდეგ მომავალშიც აქტიურად გააგრძელეს, ბევრად უფრო მობილიზებული და აქტიური ტვინი აქვთ.

საინტერესო კვლევა სტენფორდის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და ისინი 153 მუსიკოსს და მუსიკასთან არანაირი კავშირის მქონე ადამიანს დააკვირდნენ.

მუსიკოსთა შორის 52–ს აბსოლიტური სმენა ქონდა, 51–ს კი ეს უნარი არ გააჩნდა. დანარჩენი 50 მოხალისე კი მუსიკოსი საერთოდ არ იყო.

მეცნიერებმა იმ მუსიკოსების ტვინში ვინც ვარჯიში ადრეული ასაკიდან დაიწყო, ძალიან განსხვავებული სტრუქტურა აღმოაჩინეს. უფრო ზუსტად კი ამ ადამიანების ტვინის უჯრედებს შორის უფრო მყარი კავშირი იყო, ვიდრე იმ ცდისპირთა შემთხვევაში ვინც მუსიკის კეთება შედარებით მოგვიანებით დაიწყო.

კვლევის ავტორმა დოქტორმა სიმონ ლეიპოლდმა დააზუსტა, რომ რაც უფრო დიდხანს ვარჯიშობს მუსიკოსი, მის ტვინზე გავლენაც უფრო შესამჩნევია. „ იმ მუსიკოსებს ვინც ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო, ძალიან მკაფიო და სტრუქტურულად დაკავშირებული ტვინი აქვთ. კვლევის შედეგები ადასტურებს, თუ როგორ ყალიბდება ტვინი გამოცდილების შედეგად, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და რამხელა გავლენა შეიძლება ქონდეს მუსიკას.“

კვლევის ფარგლებში ისიც დადგინდა, რომ მუსიკოსის და არამუსიკოსის ტვინი ერთმანეთისგან სწორედ ამ სტრუქტურული კავშირებით განსხვავდება.

მუსიკის შესასწავლად ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, თუმცა სპეციალისტების აზრით თუკი ინსტრუმენტის სწავლა ადრეული ასაკიდან დაიწყება, შედეგი ბევრად უკეთესი იქნება, რადგან ბავშვის ტვინი სწავლის მიმართ უფრო დამყოლი და შეთავსებადია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g