მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა და ჟურნალიტთა თაობების აღზრდაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილს ცნობილი ქართველი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გამოცემული აქვს წიგნები, რისთვისაც არაერთი ჯილდო მიუღია.