გავრცელებული ინფორმაციით, მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა, მწერალ ტორესა მოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაავრცელა.
ინციდენტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოურიც ავრცელებს:
„მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი, დანარჩენი თქვენ ნახეთ! ამ წუთას პენცენტრის ოფისთან სუს-ის 2 მანქანა დგას! ტორესა მოსს დაარტყა და დანარჩენებს საქმეები ურჩია! მასთან ერთად 5 უცნობი ადამიანიც დახვდა მწერლებს!“ – წერს მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი ნატაშა ლომოური სოციალურ ქსელში.
მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი, დანარჩენი თქვენ ნახეთ! ტორესა მოსს დაარტყა და…
Posted by Natasha Lomouri on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024