LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე პასპორტები და საპენსიო დანამატი – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

444
BeFunky-collage (4)

დღეიდან, 8 ნოემბრიდან თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

“დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე საშვის პრინციპის ამოქმედება იგეგმება. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს “საშვი” ექნება პირს, თუ ის სრულად ვაქცინირებულია ან კორონავირუსი აქვს გადატანილი. გარდა ამისა, იგივე სტატუსი ექნება ადამიანს PCR ტესტის ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში და 24 საათის განმავლობაში, თუ “სწრაფ ტესტს” ჩაიტარებს.

ამასთან, ეს დოკუმენტი აუცილებელი სხვადასხვა დაწესებულებებში შესასვლელად.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს დაწესებულებებია:

  • კვების ობიექტები;
  • გასართობი ცენტრები;
  • კინოთეატრი, ოპერა, მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები.

მისივე თქმით, ამ დაწესებულებების თაობაბაზე დეტალური ჩამონათვალი გავრცელდება.

“აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ობიექტის სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი სავალდებულო იქნება 18 წელს გადაცილებული პირებისთვის.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება სააგიტაციო კამპანია.

პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.

ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი: ღარიბაშვილი

„ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების რეალური გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან – ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს”,- განაცხადა დღეს მთავრობის მეთაურმა.

magti 5g