LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეთათვის საბერძნეთში შესვლის წესები გამარტივდა

282
2020-06-29-98978-1593410211.-large

საქართველოს მოქალაქეთათვის საბერძნეთში შესვლის წესები გამარტივდა. საქართველოს საელჩო საბერძნეთში ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეთა შესვლის განახლებული პროცედურის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

„გაცნობებთ, რომ საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის. გთავაზობთ, საბერძნეთში შემოსვლის განახლებულ რეგულაციებს, რომლებიც 2022 წლის 7 თებერვლიდან შევა ძალაში.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ:  საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერთიფიკატს, ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.

ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით. ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრების წინ შეავსოს PLF ფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები