LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვანე ქვეყნების ქარავანს უკვე ჩამოვრჩით“ – საქართველოში ტურისტები არ ჩამოვლენ, თუკი ეპიდვითარება არ დასტაბილურდა

92
covid-safety-social

მწვანე ქვეყნების ქარავანს უკვე ჩამოვრჩით, საქართველოში ტურისტები არ ჩამოვლენ, თუკი ეპიდვითარება არ დასტაბილურდა, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი აცხადებს, რომელმაც საკითხზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

კახა სამყურაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ტურისტი დავაინტერესოთ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდეს, მნიშვნელოვანია გვყავდეს რაც შეიძლება მეტი აცრილი მოქალაქე.

„ჩვენი თავი რომ წარმოვიდგინოთ ტურისტებად, თუ სხვადასხვა ქვეყანაში ინფიცირებულთა 5 000-6 000 შემთხვევას ითვლიან დღეში და ვიგებთ, რომ საავადმყოფოებში ადგილები არ არის, გვიჩნდება შიში და ამ შიშს ტურისტს ვერაფერი ვერ დაუკომპენსირებს. ამიტომაც, საქართველოში ტურისტები არ ჩამოვლენ, თუკი ეპიდვითარება არ დასტაბილურდა. ამ კუთხით მწვანე ქვეყნების ქარავანს უკვე ჩამოვრჩით, რადგან ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიმკვიდრა თავი ბაზარზე როგორც უსაფრთხო ქვეყანამ, ჩვენ კი ვერ,“ – განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმიანება საქართველოს ბიზნესასოციაციაც და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესსექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს. „მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა პირდაპირი, თუ ირიბი გზით სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. დღეს საჭირო და აუცილებელია ქმედითი, გაბედული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g