LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვავე ბრონქიოლიტი“ – ამ ტერმინის შიშმა მოიცვა დღეს მშობლები, გვირეკავენ და გვწერენ“ – ინგა მამუჩიშვილის მნიშვნელოვანი მიმართვა

496
2026-04-01_02-36-35_235325

ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.

„მწვავე ბრონქიოლიტი“ – ამ ტერმინის შიშმა მოიცვა დღეს მშობლები, გვირეკავენ, გვწერენ, აინტერესებთ დეტალები ამ დიაგნოზის შესახებ!!!.

მეგობრებო მინდა გითხრათ,რომ ეს არ არის რაიმე ახალი ,მწვავე ბრონქიოლიტი ყოველთვის იყო,არის და იქნება ისევე როგორც გრიპი!!!არ არის საჭირო საყოველთაო,გლობალური პანიკა.

ბრონქიოლიტი არის ვირუსული ეთიოლოგიის, უმეტესად თვითლიმიტირებადი დაავადება, რომლის მართვაც სწორ დაკვირვებას ეფუძნება.მწვავე ბრონქიოლიტის გამომწვევი არის ვირუსი,ძირითადად RSV (ყველაზე ხშირი)რინოვირუსი,მეტაპნევმოვირუსი
პარაინფლუენზა…. იგი პიკს აღწევს შემოდგომა–ზამთარის პერიოდში, განსაკუთრებით უყვარს 2 წლამდე ასაკის ბავშვები…ბრონქიოლიტი ქვედა სასუნთქი გზების ინფექციაა,ზიანდება მცირე დიამეტრის ბრონქიოლები…ვითარდება:ლორწოვანის შეშუპება,ლორწოს ჰიპერსეკრეცია,ბრონქიოლების ობსტრუქცია …

მისი კლინიკური მიმდინარეობა: სურდო, მსუბუქი ხველა, სუბფებრილური ტემპერატურა,ტაქიპნოე,ექსპირაციული ქოშინი,სუნთქვის გაძნელება,საკვებზე უარის თქმა…

პირველი საფრთხის ნიშანია სუნთქვის სიხშრის მატება 0–2 თვე >60/წთ,2–12 თვე >50/წთ,1–5 წელი>40/წთ…ასევე ნეკნთაშორის/სუბკოსტალური მიდამოს ჩაზნექვა სუნთქვის დროს,ციანოზი (ტუჩების სილურჯე)აპნოეს ეპიზოდები,წოვის გაძნელება,ლეთარგია…როგორ უნდა მოხდეს პაციენტის ექიმამდელი მართვა –ცხვირის გამორეცხვა,ფიზიოლოგიური ხსნარით
სეკრეტის მოცილება (ასპირაცია საჭიროებისამებრ) სითხეების ხშირი მიწოდება, ნახევრად მჯდომარე პოზიციაში ყოფნა, ჰაერის დატენიანება.
მთავარია სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება!!!! შემდეგ მივმართავთ საინჰალაციო თერაპიას
ფიზიოლოგიური ხსნარით (NaCl 0.9%)
ჰიპერტონული ხსნარი (3%) — ზოგ შემთხვევაში ეფექტურია ლორწოს გასათხელებლად
რუტინულად არ არის რეკომენდებული: ბრონქოდილატატორები (სალბუტამოლი),კორტიკოსტეროიდები მხოლოდ ინდივიდუალური შეფასებით ექიმის მიერ…

ბრონქიოლიტის ნებისმიერი გამოვლინების დროს აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს,განსაკუთრებით 6 თვემდე ასაკის ჩვილების ავადობისას!!! ბრონქიოლიტი ამ ეტაპზე ხშირია, მაგრამ მისი მართვა ეფუძნება პაციენტზე დაკვირვებას, არა პანიკას და არა ზედმეტ მედიკამენტებს“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„მშობლები ხშირად მეკითხებიან, თუ ბავშვს დიდი ტონზილები (გლანდები) აქვს, აუცილებლად საჭიროებს ოპერაციას?“ – რას გვირჩევს ინგა მამუჩიშვილი

„ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს!“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი“ – ინგა მამუჩიშვილი

„ჩემი შვილი რაღაც უჩვეულო, უხერხულ მოძრაობებს აკეთებს, რა არის ამის მიზეზი??…გახშირდა ეს კითხვა მშობლებისგან“ – ინგა მამუჩიშვილის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g