LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ბევრი ადამიანი შეგხვდება, ნურავის აწყენინებ, რადგან  სიმაღლიდან  ვარდნისას კიდევ ერთხელ მოგიწევს მათთან შეხვედრა” – ოზი ოზბორნის ცნობილი გამონათქვამები

1273
ოზი ოზბორნი

“არც საკუთარი ცხოვრებით ვამაყობ, არც საკუთარი გაუნათლებლობით, არც ლოთობით, არც ნარკომანობით და განსაკუთრებით არ მეამაყება, რომ ღამურას მოვაჭამე თავი, მაგრამ ხომ შეიძლება უარესიც მომხდარიყო და სტინგად დავბადებულიყავი?! – ხუმრობს Black Sabbath-ის შემქმნელი და ლიდერი, რომელმაც საკუთარი არაორდინალური, ხშირად ეპატაჟური ქცევით გაითქვა სახელი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ოზი ოზბორნის ცნობილ ფრაზებს:

არც ისეთი შეშლილი ვარ, როგორც ბევრს ჰგონია, მე ბევრად უარესი ვარ!

ადამიანები ძალიან ცდებიან, როცა საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ

ცოფზე ამცრეს, როცა ღამურას თავი მოვაჭამე. იმედია, ყველაფერი წესრიგშია და ღამურაც კარგადაა ცოფიანი ოზის კბენის შემდეგ.

ბევრი დავკარგე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჭკუა მენანება.

სხვებს ჰელუინი ყოველ წელს აქვთ და მხოლოდ მე მაქვს ყოველ საღამოს.

მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ბევრი ადამიანი შეგხვდება, ნურავის აწყენინებ, რადგან  სიმაღლიდან  ვარდნისას კიდევ ერთხელ მოგიწევს მათთან შეხვედრა.

ცხოვრების “მახინჯი” შემთხვევით ვერ გახდები, მონდომებაა სჭირდება.

ბავშვებს ჯერ სიარულს და ლაპარაკს ვასწავლით, მერე მთელი ცხოვრება “დაეგდე, მოკეტე!” ვუყვირით.

არ მაქვს ჰობი და არ ვარ კოლექციონერი, მე მხოლოდ დალეული ლუდის ბოთლებს და სასამართლო პროცესებს ვაგროვებ.

ტყულის სათქმელად კარგი მეხსიერებაა საჭორო, თუ მესხიერება გღალატობს, ნურც მოტყუებას ეცდები.

იყავი მარტივი, არაა საჭირო ყველაფრის გართულება!

ვერასდროს დავიბრუნებთ იმ დროს, რომელიც დავკარგეთ.

პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარე და მერე ის, ვისაც უყვარხარ.