LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს” – პრემიერის დავალებით, ქუთაისში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი იმყოფება

151
unnamed (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი.

მოსალოდნელი პროვოკაციების გამო რიონის ხეობის აქტივისტებმა ადგილი შეიცვალეს: აქციამ ქუთაისში გადაინაცვლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g