LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ ნამახვანჰესთან დაკავშირებით დიალოგში ნებისმიერი ფორმით და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ჩავერთოთ: გიორგი ვაშაძე 

54
ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნამახვანჰესის” საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიალოგში „ნებისმიერი ფორმით და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“ ჩაერთონ.

მისივე განცხადებით, „თუ ამის სურვილი მხარეებს ექნებათ, ისინი მზად არიან მათი წილი პასუხიმგებლობა აიღონ ამ უმძიმესი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით“.

ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ხალხს არა სპეცრაზმელებით და პოლიციელებით, არამედ კონკრეტული დიალოგის ფორმით ესაუბროს, რათა შეთანხმება შედგეს.

სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც: “ნამახვანჰესის” აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა

დაკავებულია პირი, რომელიც გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა: შსს

„219-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება და არ შეიძლება ვინმე გულგრილი დატოვოს ამ პროტესტმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით სრულ პატივისცემას ვუდასტურებ პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს.

პირველი – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სპეცრაზმებით და პოლიციელებით კი არ უნდა ესაუბროთ ამ ხალხს, არამედ უნდა მიხვიდეთ და კონკრეტული დიალოგის ფორმა უნდა იყოს შერჩეული, ელაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ.

მეორე – მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია ენერგოდამოუკიდებლობა და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როცა ვინმე აცხადებს, რომ თურმე ჰესები ამ ქვეყანაში არ გვჭირდება.

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა შოკისმომგვრელია: ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი “ნამახვანჰესზე”

რას ამბობენ უცხოური კომპანიები ნამახვანჰესზე: გაეცანით 4 კვლევის შედეგებს, უნდა აშენდეს, თუ არა ჰესი

მესამე – მივიჩნევთ, რომ თავი და თავი ამ პრობლემის არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა და ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებებში ხალხი არ არის ჩართული. არავინ არ გააკეთა ინფორმირებულობა რიონის ხეობის და ლეჩხუმის მოსახლეობის თუ რისთვის არის საჭირო და რა სარგებელი მოაქვს ან რა საფრთხეს უქმნის რეალურად მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ჰესი.

აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საკრებულომ, ხალხთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჰესთან დაკავშირებით, ან შეიძლება ჩატარდეს ადგილზე პლებისციტი. მაგრამ მანამდე საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რა სარგებელი მოაქვს ჰესებს, რას მიიღებენ კონკრეტულად რიონის ხეობის მცხოვრებლები ან რა საფრთხეებია. ეს უნდა ხდებოდეს პროფესიონალურად და არა ზედაპირულად. ადგილზე მოსახლეობის ჩართვის გარეშე, საქართველოში ვერც ერთი ჰესი ვერ აშენდება.

ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგში ნებისმიერი ფორმით და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, თუ ამის სურვილი იქნება მხარეების მხრიდან და ჩვენი წილი პასუხიმგებლობა ავიღოთ ამ უმძიმესი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g