LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ – ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური

125
მზია ამაღლობელი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ამაღლობელი სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და თანხმობას აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

„საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება – შიმშილობას განაგრძობს“ – „ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე

უწყება მოუწოდებს „ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა „ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით. ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული მ.ა., ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს,
თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

📌სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს…

Posted by სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia on სამშაბათი, 04 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g