LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაუშვებლად სცნო“ – ნონა ქურდოვანიძე

120
მზია ამაღლობელი

„მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად სცნო“, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„წარვადგენთ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით“ – დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატები

როგორც ნონა ქურდოვანიძე წერს, სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.

ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს. სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, – წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჩხაიძე: „მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში მონიტორინგის პროცესი უგრძელდება“

📣 მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს…

Posted by Nona Kurdovanidze on პარასკევი, 14 თებერვალი, 2025

ცნობისათვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, ადვოკატებმა შუამდგომლობა 12 თებერვალს წარადგინეს.

მზია ამაღლობელი უკვე 34-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივა მედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

magti 5g