მზე, სითბო, სიყვარული და ბათუმი – აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე რამდენიმე კვირაა გაიხსნა და სოციალურ ქსელში ადგილობრივი, თუ უცხოელი დამსვენებლების მიერ აქ გადაღებული ფოტოები, თუ ვიდეოები უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.
ერთ-ერთ ასეთ ვიდეოს აქვეყნებს InfoBatumi.Ge. ვიდეოში ასახულია ბათუმში მზის ჩასვლის პროცესი. ვიდეორგოლის ავტორი ოთო ნიკურაძეა, რომელიც სოციალურ ქსელში მომხმარებელს საკუთარ გამოცდილებებს საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობების შესახებ ხშირად უზიარებს. რაც შეეხება კონკრეტულად ბათუმში მზის ჩასვლის ვიდეოს, როგორც ის წერს, ეს შემთხვევით გადაღებული კადრია.
აღსანიშნავია, რომ აჭარა ტურისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს. ვიზიტორების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კერძოდ, 2018 წელს აჭარას 1,9 მილიონზე მეტი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,7%-ით მეტია.
ზაფხული დაიწყო - რა ხდებოდა ბათუმში სეზონის გახსნაზე [ფოტოები]
გახსნის დღეს დაილია საკმაოდ ბევრი ლუდი, წვენი, კოქტეილი...
წელს, ზაფხულის სეზონზე, ბათუმი ტურისტების რეკორდული რაოდენობის მიღებას გეგმავს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმი გახდა გამარჯვებული პრემიის World Travel Awards-ი, რომელსაც „ტურისტულ ოსკარს“ უწოდებენ. აღნიშნული ჯილდო ჩვენს ზღვისპირა ქალაქს გადაეცა ნომინაციაში „ევროპის საუკეთესო სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულება“.
