LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

N50 ავტობუსის მარშრუტში 14 ივნისიდან ცვლილება შედის

120
unnamed

14 ივნისიდან N50 ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით ივლის. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული ავტობუსი გაივლის შემდეგ მარშრუტს: ვაზისუბნიდან ავტობუსი გადაადგილდება შანდორ პეტეფის ქუჩაზე, რომლის შემდეგ გაივლის მ/ს „ვარკეთილს“ და ჯავახეთის ქუჩის გავლით განაგრძობს სვლას ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

რაც შეეხება უკუმიმართულებას, N50 ავტობუსი გადაადგილდება ძველი, უცვლელი მარშრუტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები