„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების საორგანიზაციო შეხვედრა მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე ისინი სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
პარლამენტთან ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 11 კარავია გაშლილი.
ადგილზე დღეს არ გამოჩენილან ოპოზიციის ლიდერები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცველია – ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება, ასევე ხელახალი არჩევნების დანიშვნა.
