„ცივილიზაციის გზა კონსერვის ქილებით არის სავსე“, – ასე თქვა ერთხელ იტალიელმა ალბერტო მორავიამ ნაგვის პრობლემაზე. ასეც არის, რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, მით უფრო მატულობს უვარგისი ნარჩენების რაოდენობა და გარემოც გამუდმებით ნაგვით ივსება.
ფოტოგრაფმა გრეგ სეგალმა ამ თემასთან დაკავშირებით ფოტოპროექტი „ნაგვის 7 დღე“ შექმნა. მისი „მყვირალა პროექტი“ იმ სისწრაფის დემონსტრირებას ახდენს, როგორ იქმნება ადამიანისგან ნაგავი.
გრეგი იმედოვნებს, რომ ამიერიდან ადამიანები უფრო მეტად დაუფიქრდებიან და გარემოს დაბინძურების საკითხს მეტი მონდომებით მიუდგებიან. იგი დარწმუნებულია, რომ უმოქმედობა გაცილებით ცუდ შედეგებს მოიტანს.