LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, მსოფლიოში პირველი საქალაქო ავტომობილი, რომელიც ენერგიას მზისგან იღებს

158
sunenergy-car

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ნიდერლანდური სტარტაპი Squad Mobility “მსოფლიოში პირველ მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის“ შექმნაზე მუშაობდა. სიახლეს სახელად Squad Solar City Car უწოდეს და ის თავის თავში მოპედის ექსპლუატაციის სიმარტივეს და ავტომობილის უსაფრთხოებას აერთიანებს. ფასი მხოლოდ 6260 ევროა და როგორც მწარმოებლის განცხადებაშია ნათქვამი, სატრანსპორტო საშუალება მზის ელემენტზე მუშაობს.

სუპერ კომპაქტური მანქანა ორ მგზავრს და ცოტა ბარგსაც იტევს, სიგრძეში 1,2 მეტრია, სიმაღლე 1,6 მეტრს შეადგენს.

ელექტროქარი მოძრაობაში ორ ელექტროქარს მოჰყავს და სახურავზე მზის ელემენტია განთავსებული. მოდელს 100 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო რაც შეეხება მზის ელემენტს, მისი სვლის მარაგი დღეში 20 კილომეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები