Apple-მა თავის WWDC პრეზენტაციაზე ოფიციალურად წარადგინა ახალი 15.3-დიუმიანი MacBook Air, Mac Studio ლეპტოპი და Macbook Pro პერსონალური კომპიუტერი ახალ M2 და M2 Ultra პროცესორებზე.
15-დუიმიანი MacBook Air მსოფლიოში ყველაზე თხელი ლეპტოპია, რომლის სისქეც სულ რაღაც 11,5 მმ.-ია და მხოლოდ 1,4 კილოგრამს იწონის. აქვე აღსანიშნავია, რომ MacBook Air-ის ბატარეა 18 საათი ძლებს, რაც მას ნებისმიერ მომენტში ძალიან კომფორტულ პროდუქტად აქცევს სამუშაოდ და სათამაშოდაც კი.
15-დიუმიანი MacBook Air M2-ით 1299 დოლარი ღირს, 13-დიუმიანი M2-ით 1099 დოლარი, 13-დიუმიანი MacBook Air M1-ით 999 დოლარი. ლეპტოპის შეკვეთა დღეიდან არის შესაძლებელი, 13 ივნისიდან ის ხელმისაწვდომი იქნება Apple Stores-სა და Apple-ის ავტორიზებულ მაღაზიებში.
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე Vision Pro წარადგინა