LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორ ჩქარდება McLaren 720S 300 კილომეტრ/საათამდე

47

YouTube-ზე, Motorsport Magazine-ს გვერდზე გამოქვეყნდა რგოლი, სადაც სუპერქარი McLaren 720S ნულიდან სამას კილომეტრ/საათამდე ჩქარდება. ასეთი სიჩქარის მისაღწევად ავტომობილს მხოლოდ 27 წამი დასჭირდა.

სუპერქარი McLaren 720S გასული წლის გაზაფხულზე წარმოადგინეს. უკანა ამძრავიანი ავტომობილი, ოთხ ლიტრიანი, რვა ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 720 ცხენის ძალაა. აგრეგატი შვიდ საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ნულიდან ას კილომეტრს 2,9 წამში კრებს, 200 კილომეტრ/საათამდე კი 7,8 წამში ჩქარდება. ოფიციალური მახასიათებლების მიხედვით, სამას კილომეტრამდე ასაჩქარებლად 21,4 წამი სჭირდება. მაქსწიმალური სიჩქარე კი 341 კმ/საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები