უსაფრთხოების ღვედების პრობლემების გამო Hyundai Palisade მასობრივად უკან გამოიწვიეს. სამხრეთ კორეულმა კომპანიამ გამოაცხადა მასშტაბური კამპანია, რომელიც შეეხება 568 580 Palisade-ს, გაყიდულს შეერთებულ შტატებში 2020–2025 წლებში. მიზეზი უსაფრთხოების ღვედების ჩამკეტის დეფექტია, რომელიც ცუდად აფიქსირებს ღვედს. ეს კი ავარიის შემთხვევაში შეიძლება ტრავმების მიზეზი გახდეს.
სანამ პრობლემა აღმოიფხვრება, Hyundai ამერიკელ ავტო მფლობელებს ურჩევს „მჭიდროდ დაამაგრონ ღვედი ჩამკეტში სწრაფი და პირდაპირი მოძრაობით“. გარდა ამისა, საჭიროა ღვედზე დაჭერა, რათა დარწმუნდნენ, რომ ის საიმედოდ არის დაფიქსირებული. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ცივ ამინდს, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ფიქსაციაზე და ყურადღება მიაქციონ ნ ხმას: ჩამკეტის წკაპუნი არ უნდა იყოს ზედმეტად ჩუმი.
აშშ-ის ეროვნული გზების უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) მონაცემებით, პრობლემა შესაძლოა უკავშირდებოდეს ზომით შეუთავსებელ ჩამკეტის მექანიზმებს.
Hyundai ჩამკეტების შეცვლას ნოემბრიდან დაიწყებს.
ღვედების პრობლემასთან დაკავშირებული გამოძიება ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. თუმცა, ზუსტი მიზეზის გარკვევას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. საბედნიეროდ, ამ დროისთვის არც ერთი შემთხვევა ტრავმით არ დასრულებულა.