LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახევარ საუკუნეზე მეტი მოღვაწეობდა ჩვენს სკოლაში… აღზარდა არაერთი თაობა შესანიშნავი მუსიკოსების“ – „ნიჭიერთა ათწლედი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

299
ნანა მახარაძე

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა ყველა თაობის საყვარელი პედაგოგი ნანა მახარაძე.

„ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა „ნიჭიერთა ათწლედის“ დამსახურებული პედაგოგი, ყველა თაობისთვის ძვირფასი, საყვარელი, სათნო, გამორჩეული კულტურის მქონე პიროვნება, ნამდვილი ინტელიგენტი – ქალბატონი ნანა მახარაძე.

ქალბატონი ნანა მახარაძე ნახევარ საუკუნეზე მეტი მოღვაწეობდა „ნიჭიერთა ათწლედში”. მან მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და უდიდესი სიყვარული თავდაუზოგავად მიუძღვნა ჩვენს სკოლას და აღზარდა არაერთი თაობა შესანიშნავი მუსიკოსებისა.

სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ კოლექტივი ქედს იხრის ქალბატონი ნანას ნათელი ხსოვნის წინაშე და მადლობას უხდის მას იმ ღვაწლისთვის, რომელიც მიუძღვის არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ ქართული საშემსრულებლო ხელოვნების წინაშე.

სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ უსამძიმრებს ქალბატონი ნანას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებსა და აღზრდილებს ამ უდიდეს დანაკლისს.

პანაშვიდები: 15 და 16 აგვისტოს

მისამართი: ატენის ქ. N16, III სადარბაზო, I სართული

დაკრძალვა: კვირას, 17 აგვისტოს, 14:00 საათზე

მისამართი: ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესიიდან (უნივერსიტეტის ქ. N12, ე.წ. “კერძო სასაფლაოს” მიმდებარედ).“- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g