LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას“ – ნიკა მელია

134
ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას“. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს პარტიებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს მისი გუნდი, მათ შორის თავად, რომ ეს არ მოხდეს.

„ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“ – გიორგი გახარია

„ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მათ შორის მეც, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, მე ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ, კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, რომ არა საპარლამენტო ბოიკოტი „ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე [აქციაზე]“ და მაქსიმუმ ერთი კვირით გაეპროტესტებინათ, თუ ოპოზიციური პარტიები არ მიმართავდნენ ბოიკოტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g