3 000 დოლარად შეფასებული ნაკურთხი წყლით სავსე ფეხსაცმელები, რომლებიც ბრუკლინში დაარსებულმა კრეატიულმა სააგენტომ MSCHF-მა დაამზადა, რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა. ახალმა მეპატრონემ კი შენაძენის გაყიდვა უკვე 4 000 დოლარად გადაწყვიტა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ფეხსაცმლის ძირი ნაკურთი წყლით არის სავსე, რომელიც მდინარე იორდანედან არის წამოღებული. გარდა ამისა, ფეხსაცმელზე ქრისტეს ჯვარცმა არის მიკრული, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება მოიხსნას.
კომპანიამ ფეხსაცმლის მხოლოდ 15 წყვილი დაამზადა. თავდაპირველად, კომპანიამ საბაზრო ფასში შეიძინა ჩვეულებრივი ფეხსაცმელი Nike Air Max 97. „MSCHF“-მ მასში კონკრეტული დეტალები დაამატა. მაგალითად, თასმებზე დაგხვდებათ ბრელოკი, რომელზეც გამოსახულია ჯვარზე გაკრული ოქროს იესო.