LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, არღვევს სანებართვო პირობებს და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს: EMC

101
FORTUNA.GE-

“სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, როგორც მშენებლობის ნებართვის გამცემი და სამშენებლო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე ორგანო, ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეაჩეროს და აღკვეთოს უკანონო მშენებლობის პროცესი.” – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.  (EMC)

მიმართვის ადრესატი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოა, მოთხოვნა კი ნამახვანიჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება.

EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, არღვევს სანებართვო პირობებს და მოუწოდებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები და შპს „ენკა რინიუებლზს“-ის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შპს “ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსსადგურზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება აღარ აქვს.

სათანადო მშენებლობის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში კი, ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაო კანონმდებლობის უგულებელყოფასა და სამართალდარღვევას წარმოადგენს.

EMC-ის განცხადებით, სანებართვო პირობების შეცვლის მიუხედავად, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს წარმომადგენელთა საჯარო განმარტებებით ირკვევა, რომ ადგილზე დღეის მდგომარეობითაც მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს.

აქედან გამომდინარე, მონიტორინგის ცენტრი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართავს შემდეგი მოთხოვნებით:

➤  დაუყოვნებლივ განახორციელოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება;

➤  შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები;

➤  2020 წლის 21 სექტემბრიდან, შპს “ენკა რინიუებლზის” მიერ განხორციელებული მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაო ჩაითვალოს უკანონოდ და კომპანიას უნებართვო მშენებლობის განხორციელებისათვის განესაზღვროს სათანადო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

magti 5g