“დღესაც ვიყავი პირველი, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ეს არის ის არჩევანი, რაც ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია ხედვა”,- ეს განაცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მედიასთან გააკეთა.
მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადებაც განმარტა.
„როცა ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და 101-ედაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს არამხოლოდ ამ შემთხვევაში, ხვალაც, როცა იტყვის მეეჭვება, რომ დასაჯერებელი იყოს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, რომ ისინი აკონტროლებდნენ მთელ მარშრუტს უკრაინიდან და მოხდა მისი დაკავება ისე, რომ ერთი ადამიანი არათუ არ დაშავებულა, არ ესწრებოდა, იმდენად მაღალ დონეზე მოხდა დაკავება. ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი. ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, რომ არ მჯერა, რომ სააკაშვილი იყო საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა“, – განაცხადა კუჭავამ.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე ჩატარდეს მშვიდად.
08:00 საათიდან საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა – დღეს, 2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.