LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ 31 მარტი გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად – თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას“ – თინა ბოკუჩავა

106
თინა ბოკუჩავა

„31 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღად უნდა ვაქციოთ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ 31 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, 31 მარტი უნდა გახდეს ბოლო ვადა ერთიანობის შესახებ დისკუსიის.

„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას – ასევე, 31 მარტისთვის აქციას ამზადებს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„31 მარტისთვის ერთობლივად დავიწყებთ მზადებას – მაქსიმალური გაერთიანება და ძალისხმევა არის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს“ – თინა ბოკუჩავა

როგორც ბოკუჩავა ამბობს, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანება არ შედგა, უნდა დასახელდეს კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაერთიანებას.

„პრეზიდენტთან შეხვედრაზე 31 მარტის საპროტესტო აქცია განვიხილეთ. მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღად უნდა ვაქციოთ. ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს დღე გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არც ცალკე პარტიაზე, არც პრეზიდენტზეც, არამედ ეს დამოკიდებულია მთელ პოლიტიკურ სპექტრზე. „ნაციონალურ მოძრაობა“ მომხრე იყო ერთიანი ფრონტის, მათ შორის, არჩევნებამდეც. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი, მოკლე და უტყუარი გზა გამარჯვებამდე. თუ ამას სხვა პოლიტიკური ძალები ვერ აცნობიერებენ, იძულებითი ფორმით ვერავინ ვერავის აიძულებს გაერთიანებას.

31 მარტის თარიღი უნდა გახდეს ბოლო ვადა ამ დისკუსიის. მიზანშეწონილი არ არის ის, რომ ამას ყოველთვის ახლდეს იმედგაცრუება, რომ ოპოზიციამ კვლავ ვერ შეძლო გაერთიანება და ა.შ. თუ ეს გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები გვაქვს, ყველაზე ფუნდამენტური პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, კერძოდ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის არ შეწყალების საკითხი. საზოგადოების კონსოლიდაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა და პარტიული ხაზებისა და წარსულის დავიწყება იქნებოდა სწორი ნაბიჯი. პოლიტიკური პატიმარი არ შეიძლება განისაზღვროს ვინმეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაყიდვის მიზეზებზე. ბოკუჩავას თქმით, გაყიდვის მიზეზი იყო – ოფისი გადმოეტანათ ქალაქის ცენტრში, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს პროტესტი და ასევე უკავშირებს ფინანსურ საკითხს.

„ჩავთვალეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალურ მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, ქალაქის ცენტრში იყოს წარმოდგენილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გავაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას, მათ შორის რეგიონებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ძლიერი ორგანიზაციები. თბილისში, ბრძოლა გადის რუსთაველის გამზირზე, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ვყოფილიყავით ეპიცენტრთან უფრო ახლოს.

რა თქმა უნდა, ფინანსური გადაწყვეტილებაც არის. იმისთვის, რომ ეფექტურად მივიღოთ მონაწილეობა საპროტესტო აქტივობებში. ამიტომ, სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა ჩვენი ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g