მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონს დიდი ხნის პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებთ – უამრავი საერთო ფილმი და HBO-ს ტელეშოუ ,,ნამდვილი დეტეტქტივი” True Detective.
ბიჭებმა პირველად ერთად 1999 წელს, ფილმში Edtv (ედი ტელევიზიიდან) ითამაშეს. მათი მეგობრობაც სწორედ მაშინ დაიწყო. როგორც ჩანს, 50 წლის მეთიუსა და 58 წლის ვუდის მეგობრობა 20 წლის შემდეგაც გრძელდება.
მსახიობები ტვიტერზე ფოტოს გვიზიარებენ, სადაც ისინი ზღვაში ნებივრობენ და საკმაოდ ბედნიერი სახეები აქვთ. ფოტოს სათაურად „ძმები სხვადასხვა დედებსგან“ აქვს, – აღსანიშნავია, რომ მსახიობები სწორედ ძმების როლს თამაშობდნენ ფილმში „ედი ტელევიზიიდან.“
მათ სახელზე კიდევ უამრავი ფილმია. ბიჭები თავიანთი პარტნიორულ-მეგობრული ურთიერთობით კვლავაც ხიბლავენ თავიანთ თაყვანისმცემლებს.