LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე წითელ პარასკევს, აღდგომის წინ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

134
ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აპრილს, რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე – წითელ პარასკევს, აღდგომის წინ“.

„როდესაც პარტნიორებს მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ამ რუსული ბოროტებისგან დაცვა – ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე, – მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს.

არ უნდა იყოს ისე, რომ რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად. ეს ქრისტიანულია – დახმარება. მითუმეტეს როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა – დახმარების. არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაც ტერორისტს რატომღაც შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა. რუსეთი, როგორც მინიმუმ მკაცრ სანქციებს იმსახურებს, რაც სასჯელია ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს“, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g