LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჯანელიძე: „ბრძოლაში უნდა შევიდეთ და მოვიგოთ! გავიმარჯვებთ სახელოვნად! ასეთი საზარელი რეჟიმი, მგონი, 1937 წელსაც არ იყო, ასეთი დამცირება, დაჭერა და საჯარო წამება… მგონი, ფაშისტებიც არ აკეთებდნენ ასეთ რამეს“

149
ნანა ჯანელიძე

„ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც მაკვირვებენ თავდადებით, თავგანწირვით, შეუდრეკელობით და თავისუფლებით, უნდა გაიმარჯვონ და ჩვენ მათ ზურგი უნდა მივცეთ“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრის დროს განაცხადა.

„მე, მაკა მახარაძე მხარს ვუჭერ საქართველოს ახალგაზრდობას, გამარჯვება თქვენია“ – მაკა მახარაძე

ნანა ჯანელიძის თქმით, საქართველოს ახლა მხოლოდ ერთობა გადაარჩენს და რაც დღეს ხდება, არასდროს მომხდარა და ქვეყანა ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.

„ასეთი საზარელი რეჟიმი, მე მგონი, 1937 წელსაც არ იყო. ასეთი საჯარო დამცირება, დაჭერა, ადამიანის გათელვა, საჯარო წამება…

მგონი, ფაშისტებიც კი არ აკეთებდნენ ასეთ რაღაცას, ეს არის ჩვენი სირცხვილი, ჩვენი – ხელოვანებისაც, მასწავლებლებისაც, ესე იგი, მათ რაღაც დავაკელით. ბრძოლაში უნდა შევიდეთ და უნდა მოვიგოთ! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – განაცხადა ნანა ჯანელიძემ „ფორმულას“ ეთერში.

ვიდეო: „საშინელებები ხდება, დაჯგუფებები დასდევენ ხალხს და სცემენ… ვისაც საკუთარი სიკეთეების, კარგად ყოფნის გამო ეშინია და კომენტარს ვერ აკეთებს, სირცხვილია, გამოდით, ხალხთან ერთად იდექით“ – გიორგი ცინცაძის მიმართვა აქციიდან

ბრძოლაში უნდა შევიდეთ და მვიგოთ! გავიმარჯვებთ სახელოვნად! — ნანა ჯანელიძე, რეჟისორი

„ასეთი საზარელი რეჟიმი მე მგონი 37 წელსაც არ იყო. ასეთი საჯარო დამცირება, დაჭერა, ადამიანის გათელვა… მგონი, ფაშისტებიც კი არ აკეთებდნენ ასეთ რაღაცას, ეს არის ჩვენი სირცხვილი“ — ნანა ჯანელიძე, რეჟისორი

Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024

თემო რცხილაძის მიმართვა: „უფალმა იმიტომ არ მოგიყვანა აქამდე რომ ვიღაც კერპთაყვანისმცემლების მონურ სურვილებს გადააყოლოს ჩვენი ქვეყანა… მონობაში დაბადებული თაობა ვერასოდეს ვერ ააშენებს ნათელ მომავალს, ის ყოველთვის მონა დარჩება!“

ფოტო სლაიდზე: ნიკოლოზ ურუშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g