ნანიკო ხაზარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მამის მეურვეობის საკითხზე და სასამართლოზე საუბრობს და აღნიშნავს:
„ნებისმიერ პენსიონერს, ადამიანს, რომელსაც მენტალური პრობლემა აქვს და გარემოს ადეკვატურად ვერ აღიქვამს, აუცილებლად სჭირდება მეურვე. მეურვეობის მოსაპოვებლად ოჯახის წევრისთვის აუცილებელია გარკვეული საფეხურების გავლა: ადვოკატი, ფორმა ასი და ასე შემდეგ. რუტინული საქმეა, რომელიც კარგად იცის ადამიანმა, ვისაც ოჯახის წევრი მენტალური პრობლემით ჰყავს. სასამართლომ ჩაიარა, სულ რამდენიმე დღის წინ მომანიჭეს მამაჩემის მეურვეობა…“