მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად ეხმიანება აქტუალურ თემებს. ახლახან მან შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის შესახებ დაწერა და აღნიშნა:
„არ იცრები, პირბადეს არ იკეთებ, კაი, მკვლელი არ მოგწონს და მოღალატე ხო ნამდვილად ხარ. ან ღმერთის სახელით ვინც გამოდიხართ და იესოს ხატთან ლოცულობთ, მთავარი, რაც მისგან უნდა გესწავლათ, სხვაზე ზრუნვაა, თან როცა ამბობთ, ჩვენ გამო ეწამაო. ჰოდა, ჩვენ გამო სხვაზე ფიქრი და ზრუნვაა და არა ეგოიზმი!“
