LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე..როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს..მიხარია თუ დღეს რეალურად განიცდით ვინმე ჩემს ძალიან ცუდ საქციელს, მართლები ხართ“

1088
ნანკა კალატოზიშვილი

ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის მისამართით მოხდილ ბოდიშზე განმარტებას აკეთებს.

ნანკა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ წლებია მას აწუხებს ის გადაცემა, სადაც მან კესარიას არც თუ ისე სასიამოვნო კითხვები დაუსვა.

„დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე. მე კი წლებია მაწუხებს ეს გადაცემა და თქვენ ახლა რატომ გაგახსენდათ და შეგაწუხათ, ეს ნამდვილად საინტერესოა. ჩემზე მეტად არ მგონია ვინმე განიცდიდეთ ამ ამბავს და არც წლების მერე სინანული იყო ჩემი პოსტი. ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც 15 წელი ამის გახსენებით.

ასე რომ, როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს.

პ.ს მიხარია თუ დღეს რეალურად განიცდით ვინმე ჩემს ძალიან ცუდ საქციელს და გეშლებათ ამაზე ნერვები. მართლები ხართ და გისურვებთ ყოველთვის ასე იცავდეთ ადამიანებს უსამართლობისგან,“ – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

„ამაზე სა­მარ­ცხვი­ნო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არა­სო­დეს წამიყვანია… ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე“ – რას წერს ნანკა კალატოზიშვილი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს 20 სექტემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

ის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული, რომელიც ბექა ჯაიანს ედება ბრალად, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: „მინდა, მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო, მე ორივეს ვტირი“ – რა უთხრა კესარია აბრამიძემ ბექა ჯაიანის დედას მკვლელობამდე

„მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს.. მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი“.. – კესარია აბრამიძის და

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g