ცოტა ხნის წინ, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე დოკუმენტების უზარმაზარი მასალა გაასაჯაროვა. 3,5 მილიონი გვერდი, 180,000 ფოტო და 2000-მდე ვიდეომასალა.
დოკუმენტების მიხედვით, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი და ჯეფრი ეპშტეინი წლების განმავლობაში, წვეულებებზე ეპატიჟებოდნენ და პირადადაც ხვდებოდნენ ერთმანეთს. ფაილები ასახავს კომუნიკაციას კემპბელსა და ეპშტეინს შორის, რომელიც გაგრძელდა მას შემდეგაც, როცა ჯეფრიმ 2008 წელს არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩართვისთვის, 13-თვიანი პატიმრობა მოიხადა და ციხდან გამოვიდა.
დოკუმენტებში კემპბელის სახელი 250-ზე მეტჯერ ფიგურირებს. 2010 წელს, ციხიდან გათავისუფლებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, ნაომიმ ჯეფრი საფრანგეთის ქალაქ კანში, თავისი 40 წლის იუბილეს აღსანიშნავ წვეულებაზეც მიიწვია.
„ძალიან გვინდა, რომ დაესწროთ ამ დღეს, რადგან ეს არის კერძო ღონისძიება, სადაც მხოლოდ ვიწრო წრე, ოჯახის წევრები იქნებიან“, – ნათქვამია წერილში.
კემპბელის ადვოკატმა, მარტინ სინგერმა, The New York Times-თან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისმა კლიენტმა „ეპშტეინის თვითმფრინავით რამდენჯერმე იმგზავრა, თუმცა არასოდეს დაუნახავს რაიმე სახის არასათანადო ქცევა“.
სინგერის თქმით, კემპბელმა „არაფერი იცოდა მისი შემაძრწუნებელი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ“.

