LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი კემპბელმა DJ რამპას კიდევ ერთი შანსი მისცა – წყვილის უახლესი გამოჩენა

150
page

ნაომი კემპბელი და გერმანელი DJ რამპა, რომლის ნამდვილი სახელიც გრეგორ ზუტერლინია, კვლავ ერთად არიან. წყვილი ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე ერთად გამოჩნდა.

წყაროს ცნობით, სამი კვირის წინ, ნაომი და რამპა მონაკოში, ტრევის სკოტის წვეულებაზეც ერთად იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, წყვილი პირველად ერთად 2024 წლის აგვისტოში შენიშნეს. მათ იბიცაზე ერთად დაისვენეს. გასული წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ მოდელი რჩეულს საკუთარი ნებით დაშორდა.

„მათ საოცრად ცეცხლოვანი რომანი ჰქონდათ და ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდნენ, თუმცა მათი კავშირი თავიდანვე განწირული იყო. ისინი დატვირთული გრაფიკის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. ნაომიმ მასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა“, – აცხადებდა წყარო.

როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობა განაახლა. ნაომი კემპბელმა DJ რამპას კიდევ ერთი შანსი მისცა

როგორ აღნიშნა 55 წლის იუბილე ნაომი კემპბელმა და მომენტი, როცა მზერა ყველაფერს ამბობს

ნაომი კემპბელი გერმანელ დიჯეის ცეცხლოვანი რომანის შემდეგ დაშორდა, ცნობილია მიზეზი

დადასტურდა! – 54 წლის ნაომი კემპბელი 35 წლის გერმანელ DJ-ს ხვდება – წყვილის უახლესი ფოტოები მიკონოსიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები