LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემპბელი თუ ალესანდრა ამბროსიო – რომელს უფრო უხდება შავი კაბა?

61

90-იანი წლების სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი კანის კინოფესტივალზე რამდენიმე ფილმის პრემიერას უკვე დაესწრო და მოდის კრიტიკოსების ალაპარაკებაც მოასწრო. ამჯერად 47 წლის ლამაზმანი სპაიკ ლის ფილმის,  BlacKkKlansman-ის პრემიერაზე იმყოფებოდა, სადაც ულამაზესი შავი ფერის საღამოს კაბით გამოჩნდა. მოდელმა არჩევანი ცნობილი ფრანგული ბრენდის, Poiret-ის კაბაზე გააკეთა. გამჭვირვალე ხელით მოქარგულ ქსოვილს ულამაზესი შლეიფი ფარავდა.

შავზე გააკეთა არჩევანი კიდევ ერთმა პოპულარულმა მოდელმა. ალესანდრა ამბროსიო ამავე ფილმის პრემიერაზე ულამაზეს შავ კაბაში გამოცხადაა. 37 წლის სუპერმოდელის კაბა უფრო აკადემიური გახლდათ. ის მხოლოდ მხრებზე იყო გახსნილი და გულსაბნევი ამშვენებდა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები