კომპანია Nissan–ის ამერიკულმა ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია პიკაპი Frontier–ის შესახებ, რომელსაც 1 609 344 კილომეტრი აქვს გავლილი. ზუსტად ამდენი მანძილის გავლაა საჭირო მთვარემდე ჩასაფრენად და უკან დასაბრუნებლად. ამასთან, ავტომობილს დღემდე ორიგინალი ძრავი და ტრანსმისია აქვს, მუხრუჭები კი მხოლოდ ერთხელ გამოცვალეს.
ავტომობილის ამჟამინდელმა მფლობელმა ბრაიან მერფიმ პიკაპი 2007 წელს შეიძინა და მას შემდეგ ყოველდღიურად იყენებს. მამაკაცი მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობს და წელიწადში 124 ათას კილომეტრს მაინც გადის. ეს მაშინ როდესაც საშუალო სტატისტიკური ამერიკელი მთელი წლის განმავლობაში 25,5 ათასი კილომეტრის დაფარვას ასწრებს.
პიკაპის ძრავი და გადაცემათა კოლოფი არასდროს შეცვლილა. აგრეგატი 152 ძალის ბენზინის „ოთხიანია“ და ხუთ–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

