LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაპოვნია წონაში დაკლების უმარტივესი მეთოდი

11

ამერიკელმა მეცნიერებმა ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლების უმარტივესი, თუმცა ყველაზე ეფექტური მეთოდი აღმოაჩინეს. მათი აზრით, ჭარბი წონისგან განთავისუფლება თავისუფლად შეიძლება, თუ პასიურ ანუ მჯდომარე ცხოვრების წესს ყოველდღიური აქტიურობით ჩაანაცვლებთ.

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერების ექსპერიმენტში ასამდე მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც სამ სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდნენ. პირველ ჯგუფში ისინი მოხვდნენ, ვინც ზედმეტი კილოგრამების დაკლების შემდეგ, მიღწეულ შედეგს ინარჩუნებდა. მეორე ჯგუფი საშუალო სტატისტიკური წონის ადამიანებმა შეავსეს, მესამე ჯგუფი კი, ისინი გაერთიანდნენ, ვინც ჯერ ისევ ებრძოდა ჭარბ წონას.

ექსპერიმენტის მონაწილეები ერთი კვირის მანძილზე ატარებდნენ ფეხზე მიმაგრებულ სპეციალურ მოწყობილობას, რომლიც მეცნიერებს მათი აქტივობის გაკონტროლებაში ეხმარებოდა. როგორც აღმოჩნდა, პირველი ჯგუფის მოხალისეები საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ მოძრაობაში, დღეში სულ მცირე 40 წუთს ვარჯიშობდნენ და მინიმუმ ათასს ნაბიჯს აკეთებდნენ. ჭარბი წონის ჯგუფში მოხვედრილები – ფიზიკურ აქტივობას დღეში მაქსიმუმ 10 წუთს უთმობდნენ და მხოლოდ 700 ნაბიჯს აკეთებდნენ. ადამიანების ის კატეგორია კი, ვინც არასდროს იტანჯებოდა ზედმეტი კილოგრამებით, ყველაზე მეტ დროს ატარებდნენ მოძრაობაში.

მეცნიერების დასკვნით, სწორედ აქტიური ცხოვრების წესით და ზომიერი ფიზიკური დატვირთვით შეიძლება სტაბილური წონის და იდეალური ფორმის შენარჩუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები