LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაპრალი უნდა შემცირდეს: მეორე დონეში ფული იდება

23

ქართული სარაგბო სამყარო დიდებული სანახაობის მოლოდინშია. ბორჯღალოსნები ერთ თვეში ნოემბრის ტესტებს დაიწყებენ და სამ მაგარ თამაშს ითამაშებენ.
მსოფლიო რაგბმა ნოემბრის ტესტ მატჩების განრიგი საბოლოოდ დაადასტურა, რის მიხედვითაც ჯამში 28 ნაკრები 47 მატჩს გამართავს.

ჩვენები შინ ორ ტესტს გამართავენ – 12 და 19 ნოემბერს, შესაბამისად იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ, ხოლო 26 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები კილმარნოკში შოტლანდიას ესტუმრება.

ნოემბრის ტესტებისთვის მზადება სამწვრთნელო შტაბმა უკვე კარგა ხანია დაიწყო. გუნდის მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ლეგიონერები კლუბებში მოინახულა და ნოემბრის ტესტების სამზადისიც დაიგეგმა.

გთავაზობთ მსოფლიო რაგბის სტატიას წლევანდელი ნოემბრის ტესტების განრიგისა და მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისთვის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით სანაკრებო პროგრამებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ:

მეორე დონის ქვეყნებისთვის მაღალი დონის მატჩების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო რაგბი ინვესტირებას განაგრძობს, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო რაგბისა და მომავალი მსოფლიო თასების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, წერს ”წორლდ რაგბი”.

ვიდრე 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადება უფრო მნიშვნელოვან, ჯგუფების განაწილების სტადიაში შევა, მასპინძლები ევროპისკენ აიღებენ გეზს, სადაც ჯერ ბორჯღალოსნებს, შემდეგ უელსსა და ფიჯის ერკინებიან.

ირლანდია დუმბლინში კანადას უმასპინძლებს. ინგლისი კი 2015 წლის მსოფლიო თასის გახსნით მატჩს გაიმეორებს, როდესაც ფიჯის თვიქენჰემზე ერკინება. სამოა ჯერ საფრანგეთს ტულუზაში ეთამაშება, შემდეგ კი საქართველოს თბილისში ესტუმრება. ბორჯღალოსნები წლის ბოლო ტესტში კი შოტლანდიას კილმარნოკში ერკინებიან.

მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელის, მარკ იგანის თქმით: „მსოფლიო რაგბი მხარს უჭერს მეორე დონის ქვეყნების სანაკრებო პროგრამებს, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და მორაგბეებს მიეცეთ მაღალი დონის ტესტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ჩვენი 50 მილიონ გირვანქიანი ინვესტიცია მიმართულია იმ მეორე დონის ქვეყნების სანაკრებო პროგრამების მიმართ, რომლებმაც ბოლო 4-წლიან ციკლში მატჩებში ყველაზე ცოტა ქულა გაუშვეს პირველი დონის ნაკრებებისგან და 2015 წლის მსოფლიო თასზე, წინა ტურნირებთან შედარებით ყველაზე მეტი ლელო დადეს.

„2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებისას ჩვენ მიზანს წარმოადგენს, რომ ნაპრალი პირველ და მეორე დონის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად შემცირდეს ახალი 4-წლიანი ციკლის განმავლობაში შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებით, რისთვისაც მომავალი ნოემბრის ტესტები წარმოადგენს, როგორც მნიშვნელოვან ინვესტიციას, ასევე შეფასების ინსტრუმენტს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები