LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის 24 პირია დაკავებული, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია – შსს

148
ნარკოდანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული კ.ი., 1969 წელს დაბადებული ნ.ს., 1975 წელს დაბადებული ზ.თ.,

2002 წელს დაბადებული დ.ა. ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული გ.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1994 წელს დაბადებული გ.ა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 1999 წელს დაბადებული ს.პ., 1993 წელს დაბადებული ჰ.გ., 1991 წელს დაბადებული ა.ბ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1963 წელი დაბადებული დ.ს., 1983 წელს დაბადებული ვ.ც., 1983 წელს დაბადებული ზ.მ., 2004 წელს დაბადებული ლ.ქ., 1999 წელს დაბადებული მ.მ. ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები:1988 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.მ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული ო.ზ., 1975 წელს დაბადებული მ.კ., 1979 წელს დაბადებული მ.რ., 1996 წელს დაბადებული ს.ხ., 1976 წელს დაბადებული თ.გ. და 1979 წელს დაბადებული ფ.ს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:

„კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „კეტამინი“, ე.წ. „ბიო“, „მეტამფეტამინი“, და „მარიხუანა“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო. ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი პირისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g