ჯანდაცვის მინისტრს მიაჩანია, რომ ნარკოპოლიტიკა გადახედვას საჭიროებს. როგორც დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არ უნდა გულისხმობდეს, უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციასა და ლიბერალიზაციას.
„ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს იმას, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა, ანუ შემცირდეს ზიანი, მთელი დედააზრი ეს არის. უკვე იყო რამდენიმე ნაბიჯი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მარიხუანასთან დაკავშირებით, მათ შორის, ახლა მოგეხსენებათ, რომ უკვე ფინალურ სტადიაში არის ახალი კანონპროექტი, რომელიც იმედია, რომ იმ სახით გამოვა, რომ მთავარი ამოცანა შეასრულოს – მიწოდების და მოთხოვნის შემცირება,” – აღნიშნა სერგეენკომ.
