LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატალი ჯგუფმა“ ახალი მიმართულება „სპა კონცეპტი“ წარადგინა

121

„ნატალი ჯგუფმა“ ახალი მიმართულება – „სპა კონცეპტი“ წარადგინა. სულხან ცინცაძის 12 ნომერში ახალი შოურუმი გაიხსნა, სადაც სპეციალური სპა დანადგარებია წარმოდგენილი მათთვის, ვისაც დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი სპა-პროცედურების ჩატარება და საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფა სასტუმროს, ესთეტიკური ცენტრისა და სახლის პირობებში სურთ.

როგორც ღონისძიებაზე ”ნატალი ჯგუფის” დამფუძნებელმა ნატალია თოლორაიამ აღნიშნა, ”სპა კონცეპტი” სპასა და სილამაზის სფეროში საკონსულტაციო ჯგუფია, რომელიც მზად არის მომხმარებელს სრული პაკეტი მიაწოდოს, მათ შორის, იდეა, დიზაინი, დაგეგმარება, ავეჯი, აქსესუარები, პროდუქცია, პროექტის განხორციელება, სპას ამუშავება და სხვა.

”სპა კონცეპტის მისია და მიზანია, შექმნას უნიკალური სპა, მომხმარებლის სურვილების და ნებისმიერი წვრილმანის გათვალისწინებით. უკვე 21 წელის სილამაზის ინდუსტრიას ვემსახურებით. ჩვენი გუნდი სრულიად ახალ პროექტს იწყებს. მუდად ახლის ძიებაში ვიყავით. ვპოულობდით ერთგულ და საიმედო პარტნიორებს. რა თქმა უნდა, ვამუშავებდით შეცდომებს, ვიღებდით გამოცდილებას და ნელ-ნელა ვახორციელებდით იდეებს”, – განაცხადა ნატალია თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, ”ნატალი ჯგუფი” უკვე სილამაზის სალონების ქსელს, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ ”ნატალი ანტი ეიჯ კლინიკას”, საზოგადოებრივ კოლეჯ Natali aCademyსადისტრიბუციო კომპანიას და საკონსულტაციო ჯგუფს აერთიანებს.

”ჩვენ ამაყად ვამბობთ, რომ 15-ზე მეტი ევროპული წამყვანი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. ვფიქრობთ, დადგა დრო, როდესაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ”, – აღნიშნა ”ნატალი ჯგუფის” დამფუძნებელმა.

ნატალია თოლორაიას თქმით, „სპა კონცეპტი“, პირველ რიგში, ტურიზმის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

”მაღალი დონის მომსახურება და ხარისხიანი შეთავაზებები გადამწყვეტ როლს ასრულებს ტურისტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, ის სპა-გამოცდილება, რომელსაც „ნატალი ჯგუფი“ გთავაზობთ, თითოეული ტურისტული ობიექტისთვის (და არა მხოლოდ) იდეალური გამოსავალი იქნება”, – განმარტა ნატალია თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, „სპა კონცეპტის“ პარტნიორები წამყვანი ევროპული ბრენდები არიან: Maletti, Nilo, UkI, Iris Ceramica, Tecnosole, Germnaine De capuccini, Framesi და სხვა.

„სპა კონცეპტის“ პარტნიორი კომპანიების პროდუქციის დიზაინის შემუშავებაზე  ისეთი დიზაინერები მუშაობენ, როგორებიც ფილიპ სტარკი, ელიზა ჯოვანონი, კლაუდიო სილვესტრინი, კრისტოფ პილეტი, დიდიერ გომეზი, ლოსს ლოვეგროვე და მაურიციო მაჩიოჩი არიან. „სპა კონცეპტის“ შოურუმში სწორედ მათ მიერ შექმნილი კოლექციების ხილვაა შესაძლებელი.13589122_10207048956043043_1239321405_o     13588968_10207048956883064_1419789902_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები