LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „ნატალია ძიძიგურს ახლა გაახსენდა, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა, მაშინ არაფერი ახსოვდა, როცა დაკრა ფეხი და მმართველი პარტიის ჯიბეში გადაბარგდა.. ეს არის პირდაპირ სუს-ის ხელწერა..“ – ბექა ლილუაშვილი 

142
Untitled design (3)

„სუს-ის ჩანერგილებს თავის გახსენებები აქვთ.. ნატალია ძიძიგურს ახლა გაახსენდა, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა, როცა დაკრა ფეხი და გადაბარგდა მმართველი პარტიის ჯიბეში, მაშინ არაფერი ახსოვდა,“ – ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ჟურნალისტებთან ყოფილი თანაპარტიელის, ნატალია ძიძიგურის ბრალდებებს.

„მოახლოებული არჩევნების დროს გაახსენდა ნატალია ძიძიგურს, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა.. ეს არის ის მეთოდები, რომელსაც „ოცნება“ იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის შანტაჟი, მოსყიდვა, ეს არის ფოჩიანი კანფეტების მეთოდი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი უღირსი ადამიანი თანხმდება.

როცა ადამიანი გამოდის თავის პარტიიდან წასვლის შემდეგ, წლების მერე და რაღაც სისულელეებს ჰყვება, ეს არის პირდაპირ სუს- ის ხელწერა.

კონკრეტულად ნატალიას შეიძლება ეს არ მიემართებოდეს, მაგრამ მეთოდიკა არის სუს- ის.

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნატალია სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამტარებელია, თავის დროზეც ეს მეთოდოლოგია გაატარა, დღესაც ამ მეთოდოლოგიას ატარებს.

ვინც ამ მეთოდებს ექვემდებარება, ნიშნავს, რომ თავიდანვე მოწყვლადი იყო.

მე არ ვიცი ახლა, სახელშეკრულებო ურთიერთობა რა თანხაზე აქვს გაფორმებული,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს ბერდია სიჭინავას და შალვა კერესელიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან როგორც ძიძიგური აცხადებს, „ამხელა ზეწოლა გიორგი გახარიას გარეშე არ ხდება“.

„გაუგონარი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემზე“ – ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს შანტაჟში ადანაშაულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g