LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატანებისა და ბჟუჟის ადიდების გამო, მოსახლეობის ნაკვეთებს დატბორვის საფრთხე ემუქრება

171

ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში, სოფელ ცხემლისხიდში, მდინარე ნატანები კალაპოტიდან გადმოვიდა. მორღვეულია ნაპირსამაგრი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, საფრთხე ემუქრება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შემოქმედის თემში, სოფელ წითელმთის ტერიტორიაზეც შექმნა. ადიდებულია მდინარე ბჟუჟი. წითელმთის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჭარბებული ნაკადი საფრთხეს მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს უქმნის.

დატბორილია რამოდენიმე მოსახლის ეზოც.

უამინდობის მიუხედავად სოფლებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g