„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაეროში პრემიე-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმაურება და ქვეყნის მეთაურს „სტეიკის ჭამის“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ მას, შეწყვიტოს მანჰეტენზე სტეიკის ჭამა, მივიდეს გაეროს შენობაში და მოახდინოს რეზოლუციის ინიცირება აფხაზეთში, ქართული ენის აკრძალვასა და ქართველთა გენოციდის შესახებ, რუსეთის დელეგაციის თვალწინ, სხვა შემთხვევაში ჯობია თბილისის აეროპორტში ფეხი არ დადგას,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გაეროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.
